მოსკოვის გამზირი 13, თბილისი ორშაბათი–შაბათი 10:00–20:00 / კვირა 10:00–15:00 Google-ის პროფილიFacebookInstagram
MedSmileსტომატოლოგიური კლინიკა KAEN +995 500 50 30 80

ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი

ყბა-სახის ქირურგია თბილისში

ყბისა და სახის არეს ქირურგიული მკურნალობა — ის სამუშაო, რომლისთვისაც ცალკე სპეციალობა და წლების გამოცდილებაა საჭირო.

ჩაჭედილი სიბრძნის კბილი მეზობელი კბილი ღრძილი ძვალი

ეტაპები

როგორ მიმდინარეობს

  1. კონსულტაცია
  2. დიაგნოსტიკა და დაგეგმვა
  3. ოპერაცია
  4. მეთვალყურეობა

დეტალური გეგმა დგინდება კონსულტაციაზე, დათვალიერებისა და დიაგნოსტიკის შემდეგ.

საპროცედურო ოთახი

რას მოიცავს

პროცედურები

ამოღება

კბილის ექსტრაქცია
მარტივი და რთული კბილის ამოღება, მათ შორის დაზიანებული, მოტეხილი ან მკურნალობას დაუქვემდებარებელი კბილების.
სიბრძნის კბილის ქირურგიული ამოღება
რეტენირებული, ნახევრად რეტენირებული და არასწორად მდებარე სიბრძნის კბილების ქირურგიული ექსტრაქცია.
ატიპიური ექსტრაქცია
რთული მდებარეობის მქონე კბილების, ფესვების ან ფესვის ფრაგმენტების ქირურგიული ამოღება.

პათოლოგია

ფესვის მწვერვალის რეზექცია — აპიკოექტომია
კბილის ფესვის მწვერვალისა და ქრონიკული ანთებითი კერის ქირურგიული მოცილება კბილის შენარჩუნების მიზნით.
ოდონტოგენური კისტების მკურნალობა
ყბის ძვალში განვითარებული კისტების დიაგნოსტიკა და ქირურგიული მოცილება.
კეთილთვისებიანი წარმონაქმნების მოცილება
პირის ღრუსა და ყბა-სახის მიდამოს რბილი ქსოვილებისა და ძვლოვანი კეთილთვისებიანი წარმონაქმნების ქირურგიული მკურნალობა.
ბიოფსია
ქსოვილის მცირე ნაწილის აღება შემდგომი ჰისტოლოგიური გამოკვლევისათვის.

იმპლანტაცია და ძვალი

დენტალური იმპლანტაცია
დაკარგული კბილის ფესვის ჩანაცვლება თანამედროვე დენტალური იმპლანტით შემდგომი პროთეზირებისათვის.
დაუყოვნებელი იმპლანტაცია
შესაბამის შემთხვევებში იმპლანტის მოთავსება კბილის ამოღებისთანავე.
ძვლის აუგმენტაცია
ყბის ძვლის არასაკმარისი მოცულობის აღდგენა იმპლანტაციისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად.
ძვლის ბლოკით აუგმენტაცია
ძვლის მნიშვნელოვანი დეფიციტის დროს დამატებითი ძვლოვანი მოცულობის შექმნა სპეციალური ქირურგიული მეთოდით.
GBR — მართვადი ძვლოვანი რეგენერაცია
ძვლის აღდგენა ძვლის შემცვლელი მასალისა და სპეციალური მემბრანების გამოყენებით.
სინუს-ლიფტინგი
ზედა ყბის უკანა უბანში ძვლის სიმაღლის გაზრდა დენტალური იმპლანტაციისთვის. ღია სინუს-ლიფტინგი უფრო მნიშვნელოვანი ძვლოვანი დეფიციტის დროს, დახურული — ნაკლებად ინვაზიური მეთოდი შესაბამისი კლინიკური ჩვენების შემთხვევაში.

რბილი ქსოვილი და მომზადება

ალვეოლოპლასტიკა
ყბის ალვეოლური მორჩის ფორმისა და ზედაპირის კორექცია შემდგომი პროთეზირების ან სხვა მკურნალობის გასაუმჯობესებლად.
ვესტიბულოპლასტიკა
პირის ღრუს ვესტიბულუმის სიღრმისა და რბილი ქსოვილების კორექცია პროთეზირებისა და ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ფრენულექტომია და ფრენულოპლასტიკა
ტუჩისა და ენის ლაგამის ქირურგიული კორექცია ფუნქციური ან ორთოდონტიული საჭიროების შემთხვევაში.
ოროანტრალური კომუნიკაციის დახურვა
პირის ღრუსა და ზედა ყბის სინუსს შორის წარმოქმნილი პათოლოგიური კავშირის ქირურგიული მკურნალობა.
პროთეზირებამდე ქირურგიული მომზადება
პირის ღრუს ძვლოვანი და რბილი ქსოვილების კორექცია მოსახსნელი ან ფიქსირებული პროთეზირების ოპტიმალური შედეგისთვის.

ტრავმა და ინფექცია

აბსცესისა და ჩირქოვანი პროცესების მკურნალობა
ყბა-სახის მიდამოს ჩირქოვანი კერების გახსნა, დამუშავება და დრენირება.
ტრავმული ჭრილობების ქირურგიული დამუშავება
რბილი ქსოვილების დაზიანებების გაწმენდა, დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში ნაკერების დადება.
ყბა-სახის ტრავმების მკურნალობა
ყბისა და სახის მიდამოს ტრავმების დიაგნოსტიკა და შესაბამისი ქირურგიული მართვა.
ყბის მოტეხილობების მკურნალობა
ზედა და ქვედა ყბის მოტეხილობების დიაგნოსტიკა, სტაბილიზაცია და ქირურგიული მკურნალობა შესაბამისი ჩვენების მიხედვით.

იმპლანტის გართულებები

იმპლანტის ამოღება — ექსპლანტაცია
დაზიანებული, არაინტეგრირებული ან სხვა მიზეზით მოსაცილებელი იმპლანტის ქირურგიული ამოღება.
პერიოიმპლანტური ქირურგია
იმპლანტის გარშემო ძვლისა და რბილი ქსოვილების პრობლემების ქირურგიული მკურნალობა.

კონსულტაცია

კონსულტაცია და ქირურგიული მკურნალობის დაგეგმვა
კლინიკური შეფასება, საჭირო რენტგენოლოგიური კვლევების ანალიზი და ინდივიდუალური ქირურგიული მკურნალობის გეგმის შედგენა.

კითხვა-პასუხი

ხშირად დასმული კითხვები

რას მოიცავს ყბა-სახის ქირურგია?

ყბისა და სახის არეს ქირურგიულ მკურნალობას. ეს ცალკე სპეციალობაა სტომატოლოგიაში.

ვინ ატარებს ოპერაციას?

ექიმი ნიკოლოზ ლორთქიფანიძე — ყბა-სახის ქირურგი, მსოფლიოსა და ევროპის ასოციაციების მოქმედი წევრი.

პაციენტების შეფასებები

5.0 55 შეფასება Google-ზე შემოწმებულია 2026 წლის 3 ოქტომბერს სულ 55 შეფასება Google-ზე →

პროფესიონალი, ხელმისაწვდომი და მეგობრული ექიმი. ექიმმა ნიკოლოზმა სწრაფად და მაღალი ხარისხით მომემსახურა, გონივრულ ფასად. ნამდვილად ვურჩევ!

Luka Darchia3 თვის წინ თარგმნილია ინგლისურიდან

გადაუდებელი მკურნალობა დაგვჭირდა ინფექციის გამო. ადგილზევე მიგვიღეს და მოკლე დროში დაასრულეს. სასიამოვნოა, რომ ინგლისურადაც საუბრობენ.

Vugar Aliev9 თვის წინ თარგმნილია ინგლისურიდან

საუკეთესო მომსახურება, პუნქტუალურობა და დისწიპლინირებულები, სისუფთავის და სტერილურობის ხარისხი100%

Ciyvi Ciyvidze9 თვის წინ ორიგინალი

კლინიკაში რამდენიმე ვიზიტით ვარ ძალიან კმაყოფილი. კონკრეტულად ქირურგის პროფესიონალური მომსახურეობით.

marechi gagoshashvili2 თვის წინ ორიგინალი
დარეკეთ WhatsApp