ეტაპები
როგორ მიმდინარეობს
- კონსულტაცია
- დიაგნოსტიკა და დაგეგმვა
- მკურნალობის პერიოდი
- შედეგის შენარჩუნება
დეტალური გეგმა დგინდება კონსულტაციაზე, დათვალიერებისა და დიაგნოსტიკის შემდეგ.
რას მოიცავს
პროცედურები
გამოკვლევა
- ორთოდონტის კონსულტაცია
- კბილების განლაგების, თანკბილვისა და ყბების ურთიერთმდებარეობის შეფასება და ინდივიდუალური მკურნალობის გეგმის შედგენა.
- ორთოდონტიული დიაგნოსტიკა
- კლინიკური შეფასება, ფოტოპროტოკოლი, რენტგენოლოგიური კვლევების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ციფრული სკანირება.
ბრეკეტები
- ბრეკეტ-სისტემით მკურნალობა
- კბილების არასწორი მდებარეობისა და თანკბილვის კორექცია ფიქსირებული ორთოდონტიული აპარატებით.
- მეტალის ბრეკეტები
- კლასიკური და ეფექტური ბრეკეტ-სისტემა კბილების გასწორებისა და თანკბილვის კორექციისთვის.
- კერამიკული ბრეკეტები
- ესთეტიკური ბრეკეტ-სისტემა, რომელიც კბილის ფერს უახლოვდება და ნაკლებად შესამჩნევია.
- საფირონის ბრეკეტები
- გამჭვირვალე ესთეტიკური ბრეკეტები, რომლებიც გამოირჩევა დახვეწილი ვიზუალური ეფექტით.
- თვითლიგირებადი ბრეკეტები
- თანამედროვე ბრეკეტ-სისტემა, რომელიც სპეციალური საკეტების მექანიზმით ფუნქციონირებს.
ალაინერები
- გამჭვირვალე ალაინერები
- კბილების გასწორება გამჭვირვალე, მოსახსნელი კაპების სერიის გამოყენებით შესაბამისი კლინიკური ჩვენების შემთხვევაში.
- ციფრული ალაინერებით მკურნალობის დაგეგმვა
- კბილების მოძრაობის წინასწარი ციფრული მოდელირება და ეტაპობრივი მკურნალობის დაგეგმვა.
ბავშვები და ზრდა
- ბავშვთა ორთოდონტია
- ბავშვებში ყბებისა და კბილების განვითარების მონიტორინგი, დარღვევების ადრეული გამოვლენა და საჭირო მკურნალობის დაწყება.
- ადრეული ორთოდონტიული მკურნალობა
- ზრდის პერიოდში ყბების განვითარების და თანკბილვის დარღვევების დროული კორექცია.
- მოსახსნელი ორთოდონტიული აპარატები
- ინდივიდუალურად დამზადებული მოსახსნელი აპარატები კბილთა რკალისა და ყბების განვითარების კორექციისთვის.
- ფუნქციური ორთოდონტიული აპარატები
- ზრდის პერიოდში ყბების ურთიერთმდებარეობისა და ფუნქციის კორექციისთვის გამოყენებული აპარატები.
რკალის გაფართოება
- კბილთა რკალის გაფართოება
- ზედა ან ქვედა ყბის კბილთა რკალის სიგანის კორექცია შესაბამისი ორთოდონტიული აპარატებით.
- სასის გაფართოების აპარატი
- ზედა ყბის სივიწროვის კორექცია სპეციალური გაფართოების სისტემით.
თანკბილვის კორექცია
- კბილების სიმჭიდროვის მკურნალობა
- კბილებისთვის არასაკმარისი სივრცის შედეგად განვითარებული გადაჯვარედინებისა და არასწორი მდებარეობის კორექცია.
- კბილებს შორის სივრცეების დახურვა
- დიასტემებისა და ტრემების ორთოდონტიული კორექცია.
- ღრმა თანკბილვის მკურნალობა
- ზედა და ქვედა კბილთა ზედმეტი ვერტიკალური გადაფარვის კორექცია.
- ღია თანკბილვის მკურნალობა
- მდგომარეობის კორექცია, როდესაც ზედა და ქვედა კბილების ნაწილი ერთმანეთთან სრულად არ კონტაქტობს.
- ჯვარედინი თანკბილვის მკურნალობა
- კბილების ან ყბების არასწორი განლაგებით გამოწვეული ჯვარედინი თანკბილვის კორექცია.
- დისტალური თანკბილვის კორექცია
- ზედა და ქვედა ყბის ურთიერთმდებარეობის დარღვევის ორთოდონტიული მართვა.
- მეზიალური თანკბილვის კორექცია
- ქვედა ყბის წინ მდებარეობასთან დაკავშირებული თანკბილვის დარღვევის კორექცია შესაბამისი მკურნალობის მეთოდით.
რთული შემთხვევები
- რეტენირებული კბილის ორთოდონტიული გამოყვანა
- ღრძილში ან ძვალში ჩარჩენილი კბილის ორთოდონტიული გადაადგილება კბილთა რკალში შესაბამისი ქირურგიული და ორთოდონტიული დაგეგმვით.
- ორთოდონტიული მინი-იმპლანტები
- დამატებითი საყრდენის შექმნა რთული ორთოდონტიული მოძრაობების უკეთ კონტროლისთვის.
- ორთოდონტიულ-ქირურგიული მკურნალობის დაგეგმვა
- რთული ყბა-სახის დეფორმაციების შემთხვევაში ორთოდონტიული და ქირურგიული მკურნალობის ერთობლივი დაგეგმვა.
დასრულება და რეტენცია
- ბრეკეტების მოხსნა
- მკურნალობის დასრულების შემდეგ ბრეკეტ-სისტემის მოხსნა და შემდგომი რეტენციული ეტაპის დაგეგმვა.
- რეტეინერი
- ორთოდონტიული მკურნალობის შემდეგ მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად ფიქსირებული ან მოსახსნელი რეტეინერის გამოყენება.
- ფიქსირებული რეტეინერი
- კბილების შიდა ზედაპირზე დამაგრებული თხელი მავთული, რომელიც ხელს უწყობს მიღებული შედეგის შენარჩუნებას.
- მოსახსნელი რეტენციული კაპა
- გამჭვირვალე ინდივიდუალური კაპა კბილების ორთოდონტიული პოზიციის შესანარჩუნებლად.
- ორთოდონტიული მკურნალობის მონიტორინგი
- მკურნალობის მიმდინარეობის რეგულარული კონტროლი, ორთოდონტიული აპარატის კორექცია და შედეგების შეფასება.
რეალური შემთხვევა
მკურნალობამდე და შემდეგ
მკურნალობის შემდეგ
მკურნალობამდეპაციენტების შეფასებები
5.0 55 შეფასება Google-ზე შემოწმებულია 2026 წლის 3 ოქტომბერს სულ 55 შეფასება Google-ზე →პროფესიონალი, ხელმისაწვდომი და მეგობრული ექიმი. ექიმმა ნიკოლოზმა სწრაფად და მაღალი ხარისხით მომემსახურა, გონივრულ ფასად. ნამდვილად ვურჩევ!
გადაუდებელი მკურნალობა დაგვჭირდა ინფექციის გამო. ადგილზევე მიგვიღეს და მოკლე დროში დაასრულეს. სასიამოვნოა, რომ ინგლისურადაც საუბრობენ.
საუკეთესო მომსახურება, პუნქტუალურობა და დისწიპლინირებულები, სისუფთავის და სტერილურობის ხარისხი100%
კლინიკაში რამდენიმე ვიზიტით ვარ ძალიან კმაყოფილი. კონკრეტულად ქირურგის პროფესიონალური მომსახურეობით.
ძალიან თბილი, მყუდრო და სასიამოვნო გარემო, ზრდილობიანი და ფრთხილი ექიმები, ყოველ წამს ამოწმებდა დისკომფორტს ან ტკივილს ხომ არ ვგრძნობდი, რაც ძალიან მნიშვბელოვანი და სასიამოვნოა ჩემთვის, ასევე აღსანიშნავია სტერილიზაციის და სისუფთავის დონე, მადლობა
ყველას გიწევთ რეკომენდაციას, მაგარია, დავისვენე და გავბედნიერდი!
საუკეთესოა... ყველაზე კომფორტული რაც კი გამომიცდია
საუკეთესოზე საუკეთესო კლინიკა და მთლიანად გუნდი
ძალიან სასიამოვნო ხალხია. თავის საქმის პროფესიონალები
MedSmile