ეტაპები
როგორ მიმდინარეობს
- კონსულტაცია
- დიაგნოსტიკა და დაგეგმვა
- მომზადება და ანაბეჭდი
- დამზადება და დამაგრება
დეტალური გეგმა დგინდება კონსულტაციაზე, დათვალიერებისა და დიაგნოსტიკის შემდეგ.
რას მოიცავს
პროცედურები
გვირგვინები და ვინირები
- ცირკონიუმის გვირგვინები
- მაღალი ესთეტიკისა და გამძლეობის მქონე კბილის გვირგვინები, რომლებიც გამოირჩევა ბუნებრივი იერით და კარგი ბიოშეთავსებადობით.
- მეტალოკერამიკული გვირგვინები
- გამძლე და ფუნქციური კონსტრუქციები, რომლებიც გამოიყენება როგორც წინა, ისე საღეჭი კბილების აღსადგენად.
- სრულიად კერამიკული გვირგვინები
- უმაღლესი ესთეტიკის მქონე კონსტრუქციები, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურია წინა კბილების ზონაში.
- E-max კერამიკული გვირგვინები
- მაღალესთეტიკური კერამიკული კონსტრუქციები ბუნებრივი ფერის, გამჭვირვალობისა და ფორმის მაქსიმალურად ზუსტი აღდგენისთვის.
- ვინირები
- კბილის წინა ზედაპირზე მოთავსებული თხელი კერამიკული ფირფიტები, რომლებიც გამოიყენება ფერის, ფორმის, ზომისა და მცირე ესთეტიკური დეფექტების კორექციისთვის.
ხიდები და იმპლანტზე კონსტრუქციები
- კბილის ხიდები
- ერთი ან რამდენიმე დაკარგული კბილის ჩანაცვლება ფიქსირებული ორთოპედიული კონსტრუქციით.
- იმპლანტზე გვირგვინი
- დაკარგული კბილის სრულფასოვანი აღდგენა დენტალურ იმპლანტზე დამაგრებული ინდივიდუალური გვირგვინით.
- იმპლანტებზე ფიქსირებული პროთეზირება
- რამდენიმე ან ყველა დაკარგული კბილის აღდგენა იმპლანტებზე დამაგრებული სტაბილური და მოუხსნელი კონსტრუქციით.
- სრული ყბის პროთეზირება იმპლანტებზე
- კბილების სრული არარსებობის შემთხვევაში ზედა ან ქვედა ყბის ფუნქციური და ესთეტიკური რეაბილიტაცია იმპლანტებზე დაყრდნობილი ფიქსირებული კონსტრუქციით.
- All-on-4
- სრული კბილთა რკალის აღდგენა ოთხ დენტალურ იმპლანტზე დამაგრებული ფიქსირებული ან მოსახსნელი პროთეზით შესაბამისი კლინიკური ჩვენების შემთხვევაში.
- All-on-6
- სრული ყბის რეაბილიტაცია ექვს დენტალურ იმპლანტზე დამაგრებული ფიქსირებული ან მოსახსნელი ორთოპედიული კონსტრუქციით.
- All-on-8
- სრული ყბის რეაბილიტაცია რვა დენტალურ იმპლანტზე დამაგრებული ფიქსირებული ან მოსახსნელი ორთოპედიული კონსტრუქციით.
დროებითი და მოსახსნელი
- დროებითი გვირგვინები და პროთეზები
- მკურნალობის შუალედურ ეტაპზე გამოყენებული დროებითი კონსტრუქციები, რომლებიც უზრუნველყოფს ესთეტიკასა და ფუნქციას საბოლოო პროთეზის დამზადებამდე.
- ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზი
- რამდენიმე დაკარგული კბილის ჩანაცვლებისათვის განკუთვნილი მოსახსნელი კონსტრუქცია.
- სრული მოსახსნელი პროთეზი
- სრული კბილთა არქონის შემთხვევაში ზედა ან ქვედა ყბის მოსახსნელი პროთეზირება.
- იმპლანტებზე ფიქსირებული მოსახსნელი პროთეზი
- იმპლანტებზე დაყრდნობილი სტაბილური მოსახსნელი პროთეზი, რომელიც ჩვეულებრივ პროთეზთან შედარებით უზრუნველყოფს უკეთეს ფიქსაციასა და კომფორტს.
- Overdenture
- იმპლანტებზე დამაგრებული მოსახსნელი პროთეზი, რომელიც გამოირჩევა გაუმჯობესებული სტაბილურობითა და ფუნქციურობით.
- ბიუგელური პროთეზი
- ლითონის კარკასზე დამზადებული ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზი, რომელიც უზრუნველყოფს უკეთეს დატვირთვის განაწილებას და გამძლეობას.
ჩანართები და კბილის მომზადება
- კერამიკული ინლეი და ონლეი
- კბილის ნაწილობრივი დაზიანების აღდგენა ლაბორატორიულად დამზადებული ზუსტი კერამიკული კონსტრუქციებით.
- კბილის კულტის აღდგენა
- ძლიერ დაზიანებული კბილის მომზადება შემდგომი გვირგვინით აღდგენისათვის.
- შიგნითარხოვანი საყრდენი კონსტრუქციები
- ენდოდონტიურად ნამკურნალები და მნიშვნელოვნად დაზიანებული კბილის გამაგრება შესაბამისი საყრდენი კონსტრუქციით.
ოკლუზია და დაცვა
- ოკლუზიის კორექცია
- კბილების დახურვისა და დატვირთვის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მისი კორექცია ფუნქციური ბალანსის აღსადგენად.
- ბრუქსიზმისთვის დამცავი კაპა
- კბილების ღამის ჭაჭუნისა და ძლიერი მოჭერის დროს ინდივიდუალური დამცავი კაპის დამზადება კბილებისა და პროთეზული კონსტრუქციების დასაცავად.
დაგეგმვა და კომპლექსური რეაბილიტაცია
- ციფრული პროთეზირების დაგეგმვა
- ციფრული სკანირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავალი გვირგვინების, ხიდებისა და სხვა კონსტრუქციების ზუსტი დაგეგმვა.
- ღიმილის ესთეტიკური რეაბილიტაცია
- კბილების ფორმის, ფერის, პროპორციებისა და ფუნქციის კომპლექსური აღდგენა ინდივიდუალური მკურნალობის გეგმის საფუძველზე.
- სრული პირის ღრუს ორთოპედიული რეაბილიტაცია
- მრავლობითი დაზიანებული ან დაკარგული კბილების კომპლექსური აღდგენა ფუნქციის, ოკლუზიისა და ესთეტიკის გათვალისწინებით.
- ორთოპედის კონსულტაცია და მკურნალობის დაგეგმვა
- პირის ღრუს მდგომარეობის შეფასება, დიაგნოსტიკური მონაცემების ანალიზი და პაციენტისთვის ინდივიდუალური პროთეზირების გეგმის შედგენა.
რეალური შემთხვევა
მკურნალობამდე და შემდეგ
მკურნალობის შემდეგ
მკურნალობამდერეალური შემთხვევები
ჩვენი ნამუშევრები
მკურნალობამდე
შემდეგ
ორთოპედია
მკურნალობამდე
შემდეგ
ორთოპედია
მკურნალობამდე
შემდეგ
ორთოპედია
პაციენტების შეფასებები
5.0 55 შეფასება Google-ზე შემოწმებულია 2026 წლის 3 ოქტომბერს სულ 55 შეფასება Google-ზე →პროფესიონალი, ხელმისაწვდომი და მეგობრული ექიმი. ექიმმა ნიკოლოზმა სწრაფად და მაღალი ხარისხით მომემსახურა, გონივრულ ფასად. ნამდვილად ვურჩევ!
გადაუდებელი მკურნალობა დაგვჭირდა ინფექციის გამო. ადგილზევე მიგვიღეს და მოკლე დროში დაასრულეს. სასიამოვნოა, რომ ინგლისურადაც საუბრობენ.
საუკეთესო მომსახურება, პუნქტუალურობა და დისწიპლინირებულები, სისუფთავის და სტერილურობის ხარისხი100%
კლინიკაში რამდენიმე ვიზიტით ვარ ძალიან კმაყოფილი. კონკრეტულად ქირურგის პროფესიონალური მომსახურეობით.
ძალიან თბილი, მყუდრო და სასიამოვნო გარემო, ზრდილობიანი და ფრთხილი ექიმები, ყოველ წამს ამოწმებდა დისკომფორტს ან ტკივილს ხომ არ ვგრძნობდი, რაც ძალიან მნიშვბელოვანი და სასიამოვნოა ჩემთვის, ასევე აღსანიშნავია სტერილიზაციის და სისუფთავის დონე, მადლობა
ყველას გიწევთ რეკომენდაციას, მაგარია, დავისვენე და გავბედნიერდი!
საუკეთესოა... ყველაზე კომფორტული რაც კი გამომიცდია
საუკეთესოზე საუკეთესო კლინიკა და მთლიანად გუნდი
ძალიან სასიამოვნო ხალხია. თავის საქმის პროფესიონალები
MedSmile